სასწავლო პროექტი

ნოდარ დუმბაძე



 სასწავლო  ექსკურსია ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში

პროექტის მთავარი იდეა: განვუვითარო  მოსწავლეებს თავისი  მშობლიური  კუთხის სიყვარული და გავაცნო მისი ღირშესანიშნაობები.

მნიშვნელობა და აქტუალობა:  შეისწავლონ ინფორმაციის მოპოვების გზები. გამოუმუშავდეს  წიგნზე მუშაობის ჩვევა, რომელიც დაეხმარება გაკვეთილზე მიღებული  ცოდნის გაღრმავებაში.

მიზნები და შედეგები: ღრმად შეისწავლონ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ნ. დუმბაძის სახლ-მუზეუმის ადგილმდებარეობა.

 მოსწავლეთა ასაკი: 7-8 წელი.

 ვადები / ხანგრძლივობა: ორი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: ისწავლონ ექსკურსიაზე ქცევის წესები, ინფორმაციის შეგროვება და საჭიროების მიხედვით დახარისხება. შეაგროვონ სურათები და მოაწყონ გამოფენა.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საჭირო ლიტერატურის შეგროვება, ტრანსპორტი, ვიდეო კამერა და ფოტო აპარატი.

პროექტის მსვლელობა: ვყოფ კლასს ჯგუფებად, ვანაწილებ ჯგუფებში თემებს: 1. მოიძიონ მასალები ნოდარ დუმბაძის წარმომავლობის შესახებ და ვინ იყვნენ ნ. დუმბაძის უახლოესი მეგობრები.
2. შეისწავლონ ის სოფელი, სადაც ბავშვობა გაატარა ნ. დუმბაძემ და
წარმოადგინონ შეგროვილი მასალები.
3. ვინ უფრო მეტ ლექსს მოიძიებს ნოდარ დუმბაძის  შემოქმედებაში.
ყოველივე ამის შემდეგ ვემზადებით წასასვლელად, სადაც შევაგროვებ საჭირო მასალას და მოვაწყობ საკლასო გამოფენას.
ქვემოთ იხილავთ ექსკურსიის ამსახველ ფოტო მასალას: 

საგანთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული.

პროექტის ხელმძღვანელი: /მასწავლებელი/       
                                                                         ია გობრონიძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: iagobronidze@gmail.com